,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №5 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 30/01/2013; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016111) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებაში ამოღებულ იქნეს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.".
|