„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
200
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-28
სარეგისტრაციო კოდი
300.250.000.05.001.003.236
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 101 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად იქმნება გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის გეოინფორმაციული ფონდი, რომელსაც განკარგავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის გეოინფორმაციულ ფონდში არსებული მონაცემებისა და მასალების გაცემის საფასური განისაზღვრება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ საქართველოს კანონით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საფასური ჩაირიცხება გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და მთლიანად მოხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.“.

2. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2009 წლის 1 ოქტომბრამდე მიღებულ იქნეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ საქართველოს კანონი.“.

3. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 101 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 აგვისტოდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№200–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია