„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-64 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2-10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
5-12
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2013-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-02
სარეგისტრაციო კოდი
040110030.36.101.016153
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-64 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2-10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №5-12

2013 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-64 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2-10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს  №9-64 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2-10 გადაწყვეტილებაში (სსმ 25.02. 2013, ს.კ. 040.110.030.36.101.000.589) და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) პირობებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9–64 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ".

მუხლი 2
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია