საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38.
საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე ცენტრალური ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სასამართლო შემოსავლების, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის, სარეგისტრაციო მოსაკრებლის და ჯარიმის 70% მიიმართება შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე, რომლებიც გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ ორგანოებისათვის დამტკიცებული ხარჯების დასაფინანსებლად, ხოლო 30% მიიმართება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 14 მაისი.
№1420–რს