შევიდეს ცვლილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, 23/01/13, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.156.016120) და დაგენილების მიღების საფუძველი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კოდექსის 204-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.
|