„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-20
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.143.016166
„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2013 წლის 15 მარტი

ქ. ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი 04/01/2013; 280120000.35.143.016135) დამტკიცებულ  დანართში განხორციელდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვცრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე და კოლეჯების/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე/მოსწავლეებზე, რომლებიც არიან:

ა) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა შვილები;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000 ქულის ფარგლებშია.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 23. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა

წინამდებარე წესითა  და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 500 000 ლარით განისაზღვრება“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

კრებსითი — სრული ვერსია