„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
60
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-18
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016160
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №60

2013 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში (სსმ,100020020.22.038.016052, 03/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-4  მუხლით დამტკიცებული დებულების  მე-8  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამედიცინო ნაწილის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა განყოფილება;

გ) ფსიქიატრიული განყოფილება;

დ) ტუბერკულოზის განყოფილება;

ე) ინტენსიური თერაპიის განყოფილება;

ვ) სტომატოლოგიური განყოფილება;

ზ) გადაუდებელი მედიცინის განყოფილება;

თ) რადიოლოგიის განყოფილება;

ი) ლაბორატორია;

კ) აფთიაქი;

ლ) ინფექციური განყოფილება;

მ) ინტენსიური თერაპიის განყოფილება A;

ნ) ინტენსიური თერაპიის განყოფილება B (რეანიმაცია);

ო) ქირურგიული განყოფილება;

პ) ანესთეზიოლოგიური განყოფილება;

ჟ) სტერილიზაციის ბლოკი.“.

2. მე-5 მუხლით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. სამედიცინო ნაწილის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) რეზისტენტური ტუბერკულოზის ამბულატორიული განყოფილება;

გ) სენსიტიური ტუბერკულოზის ამბულატორიული განყოფილება;

დ) სტაციონარული განყოფილება;

ე) ინტენსიური თერაპიის განყოფილება;

ვ) ლაბორატორია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 18 მარტიდან.

 


მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე

კრებსითი — სრული ვერსია