|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016 (ვებგვერდი, 25/12/2012, სარეგისტრაციო კოდი - 140130000.22.034.016152) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული № 4
1, № 17, № 22, № 38 და № 39 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანებით დამტკიცებული № 4
1 დანართი ამოქმედდეს 2013 წლის 15 თებერვლიდან, № 17 დანართი ამოქმედდეს 2013 წლის 31 იანვრიდან, № 22 დანართი ამოქმედდეს 2013 წლის 2 თებერვლიდან, № 38 და № 39 დანართები - 2013 წლის 21 იანვრიდან.
|
|
დანართი №
41
|
გენერალური ინსპექციის მონიტორინგის, ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველო
|
|
დანართი №
17
|
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს უზრუნველყოფის განყოფილება და სამორიგეო ქვეგანყოფილება
|
|
დანართი №
22
|
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, სამობილიზაციო სამმართველოს, შეიარაღების სამმართველოსა და ობიექტების დაცვის სამმართველოს გარდა)
|
|
დანართი №
38
|
ქ. თბილისის მთავარი სამმართველო, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის (სამმართველო) ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება (ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის (სამმართველო), კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოსა და რაიონული სამმართველოების საერთო განყოფილებების გარდა)
|
|
დანართი №
39
|
ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაცია (სამმართველო) (ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების გარდა), კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო და რაიონული სამმართველოების საერთო განყოფილებები
|
|