გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-07
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016122
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 07.03.2014, №7)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2013 წლის 11 მარტი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:

1. კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;

2.  თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

3.  თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

4.  სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული  ამონაგების არა უმეტეს 15%;

6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 (ათასი) ლარი.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 2 0 იანვრის „ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ “   № 9 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი

კრებსითი — სრული ვერსია