„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016120
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                       

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2013 წლის 7 მარტი

ქ. აბაშა



 

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:


მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებЭ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 თებერვლის №3 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულიდან ამოღებულ იქნას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი.
2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

     „ვ) ზედამხედველობას და კონტროლს მუნიციპალური მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობისა და ავტოსატრანსპორტო პარკირების საკითხებზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე".

3. ამოღებულ იქნას დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „მ" ქვეპუნქტი.
4. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია

კრებსითი — სრული ვერსია