„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.155.016102
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

                                                                                                                                      

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2013 წლის 7 მარტი

ქ. წალკა


 

„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

     წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
 „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №9 დადგენილებაში (სსმ, 13.07.2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.155.006174) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

     ა) დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

  „1. გამგებელს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაჩიტიძე

კრებსითი — სრული ვერსია