|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილება (სსმ, ვებგვერდი, 21.10.10 წ.; 010.260.020.35.107.016.006):
1. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახური; დ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური; ე) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური; ვ) კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური; ზ) სპორტისა და ახლგაზდობის საქმეთა სამსახური; თ) ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური; ი) ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური; კ) სახანძრო-სამაშველო სამსახური; ლ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. |
|