აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №4
2013 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №3, 23.02.2010, მუხლი 11) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №2 - იმ დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელთაც ეკუთვნით ავტომანქანები სამსახურებრივი მიმოსვლისათვის
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი - 3 (სამი) ერთეული;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები - თითოეულს 2 (ორი) ერთეული;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები (გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა) - თითოეულს 1 (ერთი) ერთეული;
- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა - 2 (ორი) ერთეული;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო - 2 (ორი) ერთეული.“.
მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (თ. კვარაცხელია) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.
მუხლი 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი თამაზ კვარაცხელია