|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამომრჩევლად დაარეგისტრიროს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 1851 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული პირი ამომრჩევლად რეგისტრირდება შესაბამის საარჩევნო ოლქში (ნაძალადევი, ბაღდათი, სამტრედია) მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს წარდგინების ან საკუთარი განცხადების საფუძველზე. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|