„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 მარტის №006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
02
მიმღები ორგანო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი
2013-03-05
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-07
სარეგისტრაციო კოდი
470230000.55.067.016039
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 მარტის №006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №02

2013 წლის 5 მარტი

ქ. ბათუმი

 

„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 მარტის №006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ' ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  -  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 მარტის №006 ბრძანების მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მეზღვაურზე ჯანმრთელობის ცნობის გაცემა შეუძლია „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უკვე აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებებს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 18 თვის განმავლობაში“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე

კრებსითი — სრული ვერსია