საქართველოს კანონი
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1999 წელი, №25(32), მუხ.124) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:
„ბავშვთა კავშირში გაწევრიანებისა და წესდებით განსაზღვრულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს 7 წლის ასაკიდან, მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 28 თებერვალი
№1306-IIს