|
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2012; 280120000.35.145.016033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 01)“. |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 02)“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, ყოველ ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 03)“; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 04)“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|