,,,რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-34/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-9/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-14
სარეგისტრაციო კოდი
470200000.22.035.016195
,,,რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-34/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-9/ნ

2013 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

,,რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-34/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


,,ნორმატიული აქტების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. ,,რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-34/ნ  ბრძანების (ვებგვერდი, 470200000.22.035.016083,110615001, 15/06/2011) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

კრებსითი — სრული ვერსია