„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში (სსმ V, №46, 3.11.2010, მუხ.1356) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საგზაო მოძრაობის რეგულირებას (გარდა საგზაო მოძრაობის დაგეგმვის დოკუმენტით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის რეგულირებისა) ახორციელებს ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.“.
|