„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-04
სარეგისტრაციო კოდი
210.020.140.05.001.003.202
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის რეგისტრაცია – 1000 ლარი;

თ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია – 700 ლარი.“;

ბ) მე-6 პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 18 ივნისი.

№26–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია