გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №11 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-04
სარეგისტრაციო კოდი
040170050.35.166.016104
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №11 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2013 წლის 27 თებერვალი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №11 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №11 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“ და დადგენილებით დამტკიცებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

  ,,2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით:

ქ(წ) = (მნ + ქფ  X  ITL  X  LMg) X  0,2

სადაც:

ქ(წ) – არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა;

მნ –  არის მიწის ნორმატიული ფასი და შეადგენს:

ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის – 9,072 ლარს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 7,56 ლარს;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 5,292 ლარს;

დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის – 3,78 ლარს.

ქფ – არის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი, რომელსაც განსაზღვრავს აუდიტი.

ITL არის მუნიციპალიტეტის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და შეადგენს

ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის – 1,2 ლარს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 1,0 ლარს;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7 ლარს;

დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის – 0.5 ლარს.

LMg არის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და შეადგენს – 0,45;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია