საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №21-22, მუხ.455) 70-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „1 ივნისამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „1 სექტემბრამდე“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№2042–IIს