„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-29
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016110
„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
(ბათილია - 29.03.2013, №27)

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2013 წლის 1 მარტი

ქ.ცაგერი

 

,, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის   შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 29/01/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016099)   შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამსახურის  მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრა განეკუთვნება საკრებულოს უფლებამოსილებას, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) დადგენილებაში ამოღებულ იქნეს  დებულების პირველი მუხლის მე-4  პუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია