„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
39-უ.ს.რ.ს
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2013-02-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-07
სარეგისტრაციო კოდი
010340000.31.056.016031
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება
 

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

მუხლი 1
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 28.12.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010340000.31.056.016027) პირველი პუნქტით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის  საჯარო თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი  მუხლის  მე-2  პუნქტის  ,,თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3  მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

  ,,მუხლი 3. უფროსი საჯარო თანამდებობა

  ა) მთავარი სპეციალისტი;

  ბ) წამყვანი სპეციალისტი;

  გ) შიდა აუდიტორი;

  დ) უფროსი სპეციალისტი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

27 თებერვალი 2013 წ.

N39-უ.ს.რ.ს

კრებსითი — სრული ვერსია