|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საკანონმდებლო მაცნე, №15, 17.09.2004) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. უმაღლესი საბჭოს წევრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს საკანონმდებლო საქმიანობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებაში.’’. |
2.
მე-15 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) იყოს უმაღლესი საბჭოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც, გარდა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისისა;’’. |
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ჩაქვი, 27 თებერვალი 2013 წ. N37-უ.ს.რ.ს
|