სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2017-03-27
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.168.016069
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
(ძალადაკარგულია - 27.03.17, №10  - ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის  1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. )

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2013 წლის 26 თებერვალი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5  მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:
1. თითოეულ სამორინე მაგიდაზე - კვარტალში 15 000 ლარით. 
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში  2 200 ლარით. 
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე მოსაკრებელი განისაზღვროს საპრიზო ფონდის  10 %-ით.
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე  - კვარტალში 30 000 ლარით.
5. ლატარიის მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების  5 %-ით.
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სალაროზე -  კვარტალში  1 000 ლარით. 
7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 3 000 ლარი.

შენიშვნა:  თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს , იგი უფლებამოსილია, არ გადაიხადოს ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილება ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია