|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
1.
დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №96 დადგენილებაში შეტანილი შემდეგი ცვლილება: |
ა)
დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგებელს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
ბ)
დებულების მე-3 თავის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ამოღებულია. |
გ)
დებულების მე-3 თავის მე-13 მუხლის 71 პუნქტი ამოღებულია. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 22 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|