„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილებაში (სსმ V, 2010 წ., №58, მუხ. 1777) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” და „კ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში იყოლიოს ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 02 დეკემბრის № 32.01.1496 დადგენილებით დამტკიცებული მარშრუტების შესაბამისად ლოტისათვის განსაზღვრული ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობა; ”;
„კ) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ქ. თბილისის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან სარგებლობაში იქონიოს თითოეული ლოტისთვის მინიმუმ 1 საავტობუსო პარკი. უზრუნველყოს ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 02 დეკემბრის № 32.01.1496 დადგენილებით დამტკიცებული ლოტისათვის განსაზღვრული ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობის არასამუშაო დროს საავტობუსო პარკში დგომა;”.
|