„შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის №837 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
91
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-27
„შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის №837 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის

 განკარგულება № 91

2013 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

„შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე“  საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის № 837 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე - 15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63 - ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

  1 .„შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის № 837 განკარგულების მე -4 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაგრძელდეს 2013 წლის 1 აპრილამდე.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის № 837 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი.

3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი,  მე -12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

  ვიცე -პრეზიდენტი                                           ოთარ ნადარაია

 

კრებსითი — სრული ვერსია