|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.122.000094. 06/08/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1, დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური. ბ) საფინანსო სამსახური. გ) არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური. დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური. ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. ვ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური. ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“ 2. ამოღებულ იქნეს დებულების მე-13 მუხლის 81 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგებელს - ოთარ ჩიტაიშვილს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|