|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანდართული დანართის თანახმად; |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №10 დადგენილება (სსმ, 11.02.2011). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1.
საერთო მოთხოვნები |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: |
1.
საქართველოს კონსტიტუცია; |
2.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონი; |
3.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი; |
4.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; |
5.
,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილება; |
6.
„ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 17 დადგენილება ;
|
7.
კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Word). |
მუხლი 2.
სპეციალური მოთხოვნები |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასანიშნ პირს , თანამდებობის შესაბამისად , დამატებით მოეთხოვება :
|
1.
საკრებულოს აპარატის უფროსს: |
ა)
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი''; |
ბ)
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; |
გ)
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი; |
დ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. |
2.
საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს – იურიდიულ საკითხებში: |
ა)
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი''; |
ბ)
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი; |
გ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; |
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.
|
3.
საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს – საქმისწარმოების საკითხებში: |
ა)
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი''; |
ბ)
,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.
|
4.
საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს – საორგანიზაციო საკითხებში: |
ა)
,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი; |
ბ)
,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება. |
5.
საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტ – რეფერენტს: |
ა)
,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი; |
ბ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. |
6.
საკრებულოს აპარატის სპეციალისტს – საქმისწარმოების საკითხებში:
|
ა)
,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის I და II თავები; |
ბ)
„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების II კარი და მესამე კარის II თავი. |
7.
საკრებულოს აპარატის სპეციალისტს – მოქალაქეთა მიღების და ორგანიზების საკითხებში: |
ა)
,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის I და II თავები; |
ბ)
„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ'' საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების II კარი და მესამე კარის II თავი.
|