,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-01
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016159
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2013 წლის 21თებერვალი

დ. ჩოხატაური

 

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,    ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №9 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები ,,საქართველოს კანონი ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტში სიტყვები ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) მშენებლობისა და გარემოს დაცვის საკითხთა მონიტორინგის განყოფილების უფროსი;

გ) სპეციალისტები.

მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,მუხლი 6.  სამსახურის მართვა, სამსახურის თანამშრომლები და მათი უფლება-მოვალეობები

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

დ) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) სამსახურის საქმიანობაზე ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ვ)  ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

ზ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანების საფუძველზე, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის განყოფილების უფროსი.

3. მშენებლობისა და გარემოს დაცვის საკითხთა მონიტორინგის განყოფილების უფროსი ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისა და გარემოს დაცვის კუთხით ამ დებულებით განსაზღვრული საკითხების კონტროლსა და მონიტორინგს.

4.  სპეციალისტი – მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებში – ახორციელებს საამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას.

5. სპეციალისტი გარემოს დაცვის საკითხებში – ახორციელებს გარემოს დაცვით საქმიანობაზე ზედამხედველობას.

6. სპეციალისტი იერსახისა და დასუფთავების საკითხებში -ახორციელებს მუნიციპალიტეტის იერსახეზე და სანიტარიული დასუფთავების დაცვაზე ზედამხედველობას

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე

კრებსითი — სრული ვერსია