1.
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-64 გადაწყვეტილებაში (სსმ V, №21, 03.09.2010, მუხლი 579, გვ.17, ს.კ. 040.110.030.36.101.000.589) შევიდეს ცვლილება და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) პირობების (დანართი №3)“ მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. აუქციონში გამარჯვებულის მიერ სააუქციონო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის გამო აუქციონის შედეგების გაუქმებისას, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური, შედეგების გაუქმებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა".
|