|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეულ უხელფასო წევრზე, საკრებულოს სხდომებში, მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად, უფლებამოსილების განსახორციელებლად, გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, გაიცეს თვეში 500 (ხუთასი) ლარი. |
| მუხლი 2 |
დაევალოს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს , განახორციელოს საკრებულოს წევრ ებ ის საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის აღრიცხვის წარმოება.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ხარჯების ანაზღაურებისათვის საკრებულოს წევრებს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ ევალებათ. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|