საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართვლოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – 700 ლარი;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი – 630 ლარი;
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 595 ლარი.“
II. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 700 ლარი;
ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 665 ლარი;
გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 630 ლარი;
დ) უზენაესი სასამართლოს წევრი – 595 ლარი.“
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი
№1974–IIს