|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №454 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2012, 280120000.10.003.017130) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის და პირობების“ (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სააგენტო არ არის უფლებამოსილი დამატებით გადაამოწმოს ოჯახი, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სოციალური დახმარების გაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ადგილი აქვს სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის გარდაცვალებას; ბ) წარმოდგენილია ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის განცხადება სოციალური დახმარების მიღებაზე უარის თქმის შესახებ; გ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მიმღები ოჯახი შეჭრილია კერძო და/ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებში; დ) სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილ იქნა გარემოებ(ებ)ი, რომელიც უკავშირდება ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მიღების უფლებრივ საკითხს. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური დახმარების შეწყვეტა განხორციელდება შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და სოციალური დახმარება განმეორებით აღარ დაინიშნება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|