საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) მე-7 აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:
„სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების, საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები (ზღვრული ოდენობა) მოცემული წლისათვის“;
ბ) მე-8 აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:
„სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიით შესავსები საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 13 მაისი.
№1950-IIს.