აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №2
2013 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
„განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 25 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „გასაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 25 დეკემბრის №38 დადგენილებით (აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე №27, 25.12.2007, მუხლი 67) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აფხაზეთის მინისტრის აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა, აფხაზეთის მინისტრის აპარატის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ადგილსამყოფელია ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №50”.
2. მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს 2013 წლის 20 თებერვლიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია