„დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
268
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-21
სარეგისტრაციო კოდი
270090000.22.023.016124
„დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №268

2013 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №25  (სსმ ვებგვერდი  20/06/2011, 270090000.22.023.016066) ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების ოდენობა

1. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურება ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობისათვის განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.

2. დამოუკიდებელ ექსპერტის, როგორც საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო შარაშიძე

კრებსითი — სრული ვერსია