„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-21
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016514
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №51

2013 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებით (ვებგვერდი, 02/08/2012; სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016432) დამტკიცებული  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების“  მე-4 მუხლის:

1. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ქონების შეფასებას (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში,  ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეფასებული ქონების  შეფასებას) აწარმოებს სააგენტოს ქონების შეფასების სამსახური.

 2. ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონების შეფასება შესაძლებელია  აგრეთვე სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) მიერ  ან სააგენტოსათვის ქონების გადმოცემამდე ქონების გადმომცემის მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სააგენტო ქონების საწყის საპრივატიზებო და საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს:

 ა) ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მიწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების საფუძველზე;

 ბ) სააგენტოს შეფასების სამსახურის შეფასების საფუძველზე;

გ)  სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) დასკვნის საფუძველზე;

დ) ქონების  სააგენტოსათვის გადმოცემამდე ქონების გადმომცემის მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) მიერ ჩატარებული ექსპერტიზის და შეფასების საფუძველზე.“.

 2. მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2.  

 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია