„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
99
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-14
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016752
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №99

2013 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის:
ა) 302 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) კონსულტანტი.“;

ბ) 303 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „დ“ ქვეპუნქტი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია