საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1898
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-04-16
გამოქვეყნების თარიღი
1999-05-01
სარეგისტრაციო კოდი
110.050.000.04.001.000.517
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. საქმის განხილვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, სადაც ყველა საქმე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განიხილება ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, კანონით დადგენილი წესით.

2. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქმე განიხილება კოლეგიურად _ ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის მონაწილეობით, კანონით დადგენილი წესით.“.

2. 872 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად არჩეული (დანიშნული) მსაჯულის უფლებამოსილება იწყება 2000 წლის 1 იანვრიდან.“.

3. 89-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვა „გარდას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის“;

ბ) მე-2-5 პუნქტები ჩაითვალოს მე-3-6 პუნქტებად;

გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„2. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.“;

დ) მე-4 პუნქტში სიტყვა „43-ე“ შეიცვალოს სიტყვით „47-ე“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 16 აპრილი.

№1898–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია