|
,, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილების დანართში (სსმ, 220211, 22/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016044) და დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებული იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|