|
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 14/07/2011წ. 200030000.10.003.016438) დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის:
1. მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ დოკუმენტაციას (გადასახადის გადამხდელის განცხადება თანდართული მასალებით) წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც ფორმდება განკარგულების სახით.“. 2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|