„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-08
სარეგისტრაციო კოდი
290110040.10.003.017180
„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2012, 290110040.10.003.016850) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების“ მე–3 მუხლის:

ა)პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სამედიცინო მედიაციის სამსახურს 2013 წლის 1 მარტამდე წარუდგინოს 2013 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით და შემდგომში ყოველკვარტალურად ინფორმაცია იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც გაფორმებულია სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების მონაწილე მზღვეველებთან დაზღვეულთათვის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით განსაზღვრულ ფარგლებში გეგმური მომსახურების უზრუნველყოფისთვის. ინფორმაციის წარდგენის წესსა და მოცულობას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“;

ბ)მე–3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) სამედიცინო მედიაციის სამსახურს 2013 წლის 1 მარტამდე წარუდგინოს 2013 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით და შემდგომში ყოველკვარტალურად ინფორმაცია იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც გაფორმებულია სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების მონაწილე მიმწოდებლებთან დაზღვეულთათვის, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით განსაზღვრულ ფარგლებში, გეგმური მომსახურების უზრუნველყოფისთვის. ინფორმაციის წარდგენის წესსა და მოცულობას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013  წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია