1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 აგვისტოს №596 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №96, მუხ. 1403) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:
„მუხლი 10. დასკვნა-რეპორტი
დასკვნა-რეპორტი - სამეცნიერო-ისტორიულ კვლევა-ძიებაზე დამყარებული, საქართველოს მიერ ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში გადატანილი ისტორიული ძალადობის ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტი, ხელმისაწვდომი და საჯაროა და მისი გავრცელება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისათვის.“.
|