|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს: |
ა)
სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ნუსხა (დანართი №1); |
ბ)
სამოქალაქო თანამდებობის პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (დანართი №4); |
გ)
რისკის დონეების მიხედვით, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ყოველთვიური ნორმები (დანართი №8); |
დ)
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები (დანართი №9); |
ე)
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების და წოდებრივი სარგოების ნუსხა (დანართი №19); |
ვ)
სამხედრო თანამდებობაზე დანიშნულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (დანართი №20); |
ზ)
სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები (დანართი №22); |
თ)
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები (დანართი №23).“. |
2.
12,მე-2 და 21 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
3.
23 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
4.
25-26 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
5.
27 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომელთა კატეგორიებსა და თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ დანამატი იმავე აქტით განსაზღვრული ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.“. |
6.
29 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
7.
მე-3 და 31 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
8.
81 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
9.
მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. სამხედრო მფრინავებს თითოეული საბრძოლო გაფრენისათვის ეძლევათ დანამატი 100 ლარის ოდენობით.“. |
10.
161 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
11.
22-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
12.
დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
13.
დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
14.
დანართი №6 ამოღებულ იქნეს. |
15.
დანართები №13 და №14 ამოღებულ იქნეს. |
16.
დანართები №17 და №18 ამოღებულ იქნეს. |
17.
დანართები №19 და №20 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
18.
დანართი №21 ამოღებულ იქნეს. |
19.
დანართები №22 და №23 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
|
სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი
და წოდებრივი სარგოების ნუსხა |
(ლარებში)
შენიშვნა: ამ დანართში აღნიშნული პოლკოვნიკების, I რანგის კაპიტნების, ვიცე-პოლკოვნიკების, II რანგის კაპიტნების, მასტერ სერჟანტების, მასტერ მიჩმანების თანამდებობების ნუსხა და შესაბამისი კატეგორია განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დანართი №4 სამოქალაქო თანამდებობის პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (ლარებში)
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული ამ დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დანართი №19 სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ნუსხა (ლარებში)
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ამ დანართში აღნიშნული თავდაცვის პოლკოვნიკებისა და თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკების თანამდებობების ნუსხა და შესაბამისი კატეგორია განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დანართი №20 სამხედრო თანამდებობაზე დანიშნულ სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (ლარებში)
შენიშვნა: ამ დანართში აღნიშნული პოლკოვნიკების, I რანგის კაპიტნების, ვიცე-პოლკოვნიკების, II რანგის კაპიტნების თანამდებობების ნუსხა და შესაბამისი კატეგორია განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დანართი №22 სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები (ლარებში)
შენიშვნა: დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიეცემა მის მიერ დათხოვნამდე დაკავებული ბოლო თანამდებობისათვის (გარდა კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს მოვალეობის დაკისრების შემთხვევაში დაკავებული თანამდებობისა) ამ დანართით განსაზღვრული ოდენობის საფუძველზე. დანართი №23 სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები (ლარებში)
შენიშვნა: დათხოვნილ მოსამსახურეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიეცემა მის მიერ დათხოვნამდე დაკავებული ბოლო თანამდებობისათვის (გარდა კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოვალეობის დაკისრებისას დაკავებული თანამდებობისა) ამ დანართით განსაზღვრული ოდენობის საფუძველზე. |