1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების (სსმ, ვებგვერდი, 27/09/2012, 040110030.08.002.016655) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის (შემდეგში - მომსახურების სააგენტო) განსაკარგავად გადაცემული ქონების საპრივატიზებო საფასური და საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება მომსახურების სააგენტოს მიერ (ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების, მომსახურების სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შეფასების ან საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე), საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი პირობებით.“.
|