„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016116
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. აბაშა



 

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20, 38-ე, 39-ე, 42-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
1. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში (ვებგვერდი, 51, 16/11/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016010)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-13 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.

2. მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო სამსახური;

გ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური;

დ) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სამსახური;

ე) მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი გადასახდელების ადმინისტრირების სამსახური;

ვ) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური;

ზ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;

თ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ი)  სახანძრო -სამაშველო სამსახური;

კ)  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოში დამტკიცებლად.

4. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია

კრებსითი — სრული ვერსია