საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში სიტყვები „1999 წლის 1 იანვრიდან“ და „1999 წლის 1 ივლისიდან“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „2000 წლის 1 იანვრიდან“ და „2000 წლის 1 ივლისიდან“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 19 მარტი.
№1870-IIს